ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. თოლორაიას განცხადებას საკრებულო ხვალისთვის დაგეგმილ სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს საარჩვენო კოდექსის თანახმად, თანამდებობის პირები უნდა გადადგნენ კანდიდატად დარეგისტრირებიდან ორი დღის ვადაში. რეგისტრაცია კი მთავრდება არჩევნებამდე არაუგვიანეს 25-ე დღისა.
შეგახსენებთ, რომ ედიშერ თოლორაიას გარდა, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამდებობის პირები. ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარად კენჭს იყრის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, წალენჯიხა-ჩხოროწყუში წალენჯიხის გამგებელი გოგა გულორდავა, სვანეთში მოქმედი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, ხოლო აბაშა-მარტვილში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.