ექსპრეზიდენტი სამეგრელოს მოსახლეობას მიმართავს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევიდან სოციალური გვერდის მეშვეობით სამეგრელოს მოსახლეობას მიმართა,   ექსპრეზიდეტის მიმართვას „newsportal.ge”  უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო ძვირფასო, მშობლიურო მონატრებულო, საყვარელო მეგრელებო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია არ ვარ საქართველოში, ყველაზე მეტად მინდა იმ გეგმების განხორციელება, რომლის განხორციელებაც ასე უცაბედად მუხთლად შეგვიწყდა 2012 წელს.

2012 წელს ჩვენ ვიწყებდით საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი აღმშენებლობის პროექტს, ლაზიკის უზარმაზარი პორტის მშენებლობას, რომელიც აქცევდა სამეგრელოს დედაქალაქ ზუგდიდს არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ რეგიონის მასშტაბით ლაზიკასთან ერთად ურბანისტულ ცენტრად. ბევრი გიჟად მთვლიდა და ახლა წლების გავლის შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ ჩემს პროექტს, იმიტომ, რომ მიხვდნენ, ცამდე მართლები ვიყავით. მე დარწმუნებული ვარ, იმ პირობებში, როცა ხალხს უჭირს, დაპირდნენ კრედიტების გასტუმრებას, პატიებას, არ გაუსტუმრეს, ლარის კურსთან ერთად აერია კრედიტების გასტუმრების საქმე ხალხს, არ ქონდათ ის შემოსავლები, რომელზეც თვლიდნენ ბუნებრივია. ინფრასტრუქტურა ისევ ძალიან მოიკოჭლებს.

ჩემი დიდი ოცნება, საქართველოს მომავალი უკავშირდება სამეგრელოს განვითარებას. სამეგრელო უნდა გახდეს ლოკომოტივი და თითოეული თქვენგანი ამ ლოკომოტივის მემანქანე საქართველოს გამოყვანისა ჭაობიდან, და მომავლისკენ სწრაფი სვლის. ამას შევძლებ თუნდაც იმიტომ, რომ თითოეული თქვენგანი ძალიან მენატრება, თუნდაც იმიტომ, რომ მინდა დავბრუნდე ჩემს ანაკლიაში, თუნდაც იმიტომ, რომ მთელი სანაპირო ზოლი მაქვს განსავითარებელი. ამ ჭაობების ნაცვლად უნდა გავაშენოთ კურორტები, ქალაქები, ახალი სამრეწველო და ტურისტული სასოფლო-სამეურნეო ობიექტები. აი როგორც მარტვილის კანიონი გავაკეთეთ. ხომ გახსოვთ, არავის არ გვახსოვდა და წინა თვეში მარტო 11 ათასმა ადამიანმა ნახა. ეგეთი ადგილები კიდევ რამდენია სამეგრელოში – ლუგელა, თუნდაც ტობავარჩხილის ზემოთ მიმავალი ადგილები. ძალიან ბევრი ადგილია. უბრალოდ უნდა ხელის შევლება. უბრალოდ უნდა გიყვარდეს და გესმოდეს სამეგრელო.

ვიცით, რომ ივანიშვილს მაინცდამაინც არც უყვარს და არც ეპიტნავება სამეგრელო. მაგრამ მე და თქვენ ვიცით, რამხელა პოტენციალი აქვს და დანარჩენმა საქართველომ იცის. და ამ პოტენციალს ერთად ავამუშავებთ. აბა თქვენ იცით. ძალია მალე, მომავალ შეხვედრამდე”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის facebook გვერდზეა განთავსებული.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი