სტაბილური ენერგომომარაგებისთვის მარტვილში ახალი ქვესადგური შენდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის საიმედო და სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით სს“ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ 110 კილოვოლტიან ხაზს „მარტვილს“ აშენებს, რომელიც რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ძირითადი საშუალება იქნება. ამის შესახებ კომპანიის მიერი გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მაღალი ძაბვის ქვედაგურ “მარტვილში“ არსებულ ელექტრო-გამანაწილებელ მოწყობილობებს. აშენდა 18,2 კმ სიგრძის ხაზი, რისთვისაც ენერგოკომპანიამ 93 ცალი მ/ძ ლითონის ანძა დაამონტაჟა.

ამ მასშტაბური პროექტის დასრულებისთვის დარჩენილია 1 ანძისა და დაახლოებით 400 მეტრის სადენის სამონტაჟო სამუშოები, რაც მოსახლეობის მცირე ნაწილის   წინააღმდეგობის გამო შეჩერებულია. 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ მაღალიძაბვის გადამცემი ხაზის „მარტვილის“ პროექტი ენერგოკომპანიას საშუალებას მისცემს სრულად უზრუნველყოს მარტვილის მუნიციპალიტეტის სტაბილური ელექტრომომარაგება. ასევე, აღნიშნული ხაზი ალტერნატიული წყარო იქნება აბაშისა და სენაკის მოსახლებისთვის დენის მისაწოდებლად. 

ამჟამად, მარტვილის, აბაშის და სენაკის მუნიცპალიტეტის აბონენტებს ელექტროენერგია მიეოწოდებათ ქვესადგური „მენჯიდან“, რომლის სარეაბილიტაციაო, თუ ავარიული გამორთვების შემთხვევში, ელექტრომამარაგება დროებით ეზღუდებათ ზემოთ აღნიშნული მუნიცპალიტეტებს. მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღესაც განხორციელდა ქ/ს მენჯში, რის გამოც ხსენებულმუნიციპალიტეტის აბონენტებს რამოდენიმე საათის შეუწყდათ ელექტრომარაგება. 

მოცემულ შემთხვევაში რომ არ ყოფილიყო ზემოთხსენებული ხელშემშლელი გარემოებები მშენებარე ხაზის სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეისათვის ექსპლუატაციაში იქნებოდა ხაზი და სამ მუნიციპალიტეტს არ შეუწყდებოდა ელექტრომომარაგება. ასევე, თუ აღნიშნული პრობლემა არ გადაიჭრება და ხაზის მშენებლობა ვერ დასრულდება, ზაფხულის თვეებში, დამატებით შეიქმნება პრობლება მომხმარებლებისათვის ძაბვის ნორმალური პარამეტრებით მიწოდებაზე”, – აცხადებენ “ენერგოპროში”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი