უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 11-13 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 11-12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და უნალექო მინდი. ღამის საათებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.

13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში მოთოვს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,-3, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0, +2, დღისით კი +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, დღისით კი +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6,-8, დღისით კი +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით -12,-14, დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი