ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს, არავის არ ეშინია სანქციების – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა რეზოლუციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს ხვალ უყრის.

მისი თქმით, ვერანაირი მოსალოდნელი სანქცია ვერ შეაჩერებს მმართველ გუნდს მაშინ, როცა საქმე ქვეყნის ინტერესების დაცვას ეხება.

“სანქციები ვერ იქნება შემაჩერებელი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს და მის მომავალს – ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს და არავის არ ეშინია სანქციების. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ის კონკრეტული კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები (ყველაზე არ მაქვს საუბარი) გაგიჟებულები არიან, რომ მათ განიცადეს მარცხი, ისინი დამარცხდნენ საქართველოში.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა ამ კორუმპირებულ ევროპულ ბიუროკრატიას “არა” – მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, იმას, რომ ქვეყანამ გააგრძელოს განვითარება, არ შეუერთდეს სანქციებს, ქვეყანაში არ გაჩაღდეს მეორე ფრონტი და არ მივიღოთ ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც უკრაინაშია,” – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი ხვალ საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრის. დოკუმენტის საბოლოო ვერსია ჯერ შეჯერებული არ არის, თუმცა წარდგენილია არაერთი პროექტი, სხვადასხვა ჯგუფის ავტორობით. ერთობლივი ტექსტი, სავარაუდოდ, ხვალ შეთანხმდება, წინასწარ კი ცნობილია, რომ შინაარსი კრიტიკულია. სამუშაო ვერსიებში საუბარია სანქციებზე, არჩევნებსა და დაკავებულთა გათავისუფლებაზე. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი