ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
აქციების 78-ე დღეს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ ტრადიციულ ლოკაციაზე და მსგავსად წინა დღეებისა მოითხოვეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე სკამები მიიტანეს და ნახევარი საათის განმავლობაში მდუმარედ ისხდნენ პოლიციელების პირისპირ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.