თბილისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეთა და პოლიტიკოსთა ნაწილი დღეს ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბა, ნაწილი კი რუსთაველზე მსვლელობით მივიდა.

დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია – დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა წარწერებით ბანერები – „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“, „ახალ და სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ“, „სიტყვის თავისუფლება არ დათმო“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს“ – უჭირავთ.

ამ წუთებში ქვეყნის მთავარი გამზირი გადაკეტილია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი