თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან საპროტესტო მარში შეუერთდა. უწყვეტი პროტესტი 84 დღეა რაც გრძელდება.

მათი მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებაა.

“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი” , – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი