ანაკლიაში წყვილთა რბოლა გაიმართა

დღეს, ანაკლიაში ავტომოყვარულებში წყვილთა რბოლა – „პარნი“ გაიმართა.

რბოლა მომავლის ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც ავტომრბოლელები ერთმანეთს კლასების მიხედვით შეეჯიბრნენ.

წყვილთა რბოლაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა ავტომროლელებმა მიიღეს მონაწილეობა.

50-მდე ავტომრბოლელი “ფიგურულ სვლა ლომშიც“  შეეჯიბრა ერთმანეთს, რომელიც კლასების მიხედვით გაიმართა. ავტო შეჯიბრს ანაკლია უკვე მეორედ მასპინძლობს.

წყვილთა რბოლა GEM FEST-ის აქტივობების ფარგლებში ჩატარდა.  ღონისძიების ორგანიზატორი “Western Drivers Club – სამეგრელო” და „მიცუბიში კლუბი საქართველოა“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი