2018 წელს ენგურის ელექტროსადგური 3-4 თვით გაჩერდება

2017 წელს ენგურის ელექტროსადგური 2-დან სამ კვირამდე, 2018 წელს კი 3-დან 4 თვემდე ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის მიზეზი სადერევაციო გვირაბის დათვალიერება და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვაა, თუმცა არც აფხაზეთის და არც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის პრობლემა არ იქნება.

ამის შესახებ ენგურჰესის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სადაც ენგურჰესთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან, რომელიც ამტკიცებს, რომ ჰესი კრიტიკულ მდგომარეობაშია და აფხაზეთი შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი ლევან ჭანტურია “Newsportal.ge”-სთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი სამუშაოები გეგმიური და დაახლოებით, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.

“2006 წელსაც ჩავატარეთ გვირაბის რეაბილიტაცია, თუმცა ელექტროენერგიის პრობლემ არც აფხაზეთს და არც დანარჩენ საქართველოს არ შექმნია. ენგურჰესი როგორც აფხაზეთს, ისე დანარჩენ საქართველოს ელექტროენერგიის მხოლოდ 35-40%-ს აწვდის. ერთი წლით ადრე ცნობილია, რომ გაჩერდება სადგური 2017 წელს 2-3 კვირით, 2-18 წელს კი 3-4 თვით, შესაბამისად, მოხდება დამატებითი ენერგიის მომარაგება სხვა წყაროებიდან და პრობლემა წესით არ უნდა იყოს არც ამჯერად”, – აცხადებს ჭანტურია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი