ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას “რესპუბლიკელების” მაჟორიტრობის კანდიდატი შეასრულებს

როგორც ცნობილია, დღეს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმდჯომარე მერაბ ქვარაიამ თანამდებობა დატოვა.

კანონის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუაა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარად “რესპუბლიკური პარტიიდან” იყრის კენჭს.

თოდუა, რომელსაც კანონით საკრებულოს თავმჯდომარეობა გადაებარა, საპარლამენტო არჩევნებში კონკურენციას სწორედ ყოფილ თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას გაუწევს, რომელიც მმართველი გუნდის კანდიდატია ამაზე პოსტზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი