ფრაქცია “ზუგდიდის მომავლისთვის”: “საკრებულოს დღევანდელი სხდომა უნდა გაგრძელდეს”

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ზუგდიდის მომავლისთვის” მიიჩნევს, რომ საკრებულოს დღევანდელი სხდომა, რომელეც უწყების თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ თანამდებობა დატოვა, არ დახურულა და უნდა გაგრძელდეს.

ასე ეხმაურება პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებისგან შემდგარი ოპოზიციური ფრაქცია ფრაქცია “ნაციონალების” წევრის ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლის დროს დღევანდელი სხდომის დახურულად გამოცხადების შესახებ მერაბ ქვარაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დარღვევით ჩატარადა. მოგეხსნებათ, რომ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაგომისა და მის საკრებულოს წევრობის პირადი განცხადების საფუძველზე შეწყვეტის ცნობად მიღება იყო. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამანტით საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებაა სხდომის გახსნა და დახურვა. საკრებულოს თანამდებობის პირს და საკრებულოს წევრის სტატუსი შეწყვეტა ხდება მას შემდეგ, რაც საკრებულოს სხდომაზე ცნობად იქნება მიღებული, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მერაბ ქვარაიას არ გააჩნდა უფლებამოსილება სხდომის დახურვის. აღნიშნულ შემთხვევაში სხდომა უნდა დაეხურა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ან მისი არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს უხუცეს წევრს. აქედან გამომდინარე დღევანდელი საკრებულოს სხდომა არ არის დახურული. აუცილებელია, სხდომა გაგრძელდეს და მისი დახურვა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის სრული დაცვით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი