გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 11:30-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ლესელიძის, მესხის, ჩაჩიბაიასა და მიმდებარე სოფლებს.
სენაკში – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობითსოფლებს: ფოცხოს, ლეძაძამეს, უშაფეთს, ზანას, გეჯეთს, ძველ სენაკსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე რუსთაველის, ბარათაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
ფოთში – 10:20-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ფალიაშვილის, ჭავჭავაძის, დავითაიას, მაჩაბელისა და მიმდებარე ქუჩებს
ჩხოროწყუში – 12:20-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კირცხს, სარაქონს, ლეწურწუმეს, ლესიჭინესა და მიმდებარე სოფლებს.
ხობში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭალადიდსა და საჭოჭუოს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.