“ზუგდიდს” უკრაინელი სპონსორები დააფინანსებენ

საფეხბურთო კლუბ ,,ზუგდიდს” უკრაინელი სპონსორები დააფინანსებენ.

დღეს, საფეხბურთო კლუბის და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა  გაიმართა. ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ და კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა სვიატოსლავ სიროტამ კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

კონტრაქტის მიხედვით, უკრაინელი სპონსორები საფეხბურთო  კლუბ  „ზუგდიდი“-ს დაფინანსების, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ვალდებულებას იღებენ.

„ზუგდიდი“-ს 51 % პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები არიან, კლუბის 49 % პაკეტის მფლობელი კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი