უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივლისს საქართველოში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 ივლისს გამოიდარებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო: მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი