გენერალურმა ინსპექციამ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი ზაზა სურმავა დააკავა.
“newsportal.ge”-ს ინფორმაციით, სურმავას სამართალდამცველები დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სურმავასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შსს-ში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ზაზა სურმავა აღნიშნულ თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.