“Gem-fest 2017” 14 ივლისს გაიხსნება და ერთთვიანი იქნება.ფესტივალის დახურვა კი 14 აგვისტოს მოხდება.
როგორც ორგანიზატორები აცახდებენ, ერთი თვის განმავლობაში 6 სცენაზე 500 ზე მეტი არტისტი დაუკრავს.
“Gem-fest 2017”-ისთვის ბილეთების გაყიდვა 25 აგვისტოს, 15:00 საათზე დაიწყება. ერთთვიანი მულტიპასის ღირებულება პირველ ეტაპზე 100 ლარი იქნება, შემდეგ კი ფასი 200 ლარი გახდება, ხოლო საბოლოოდ 500 ლარს მიაღწევს.
ფესტივალის ორგანიზატორის გიორგი სიგუას განცახდებით, უახლოეს მომავალში პრეზენტაციას გამართავს.
“სრულად წარმოვადგენთ ღონისძიების სტრუქტურას, კონცეფციას და ლაინ აფის ნაწილსაც კი. მოგიყვებით დაწვრილებით გეგმების შესახებ, გაგაცნობთ ხედვებს და მოვისმენთ თქვენს მოსაზრებებს. ეს იქნება ჯერ არნახული მასშტაბის, უპრეცენდენტო მეგაპროექტი”, – განმარტა სიგუამ.