პოლონეთში შვილზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალქე დააკავეს

პოლონეთის ქალაქ ლიპსკოში საქართველოს 39 წლის მოქალაქე არასრულწლოვან შვილზე ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს და წერს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ოჯახში იჩხუბა და თავის 11 წლის შვილს დანით დაემუქრა. 11 წლის მოზარდის გარდა სახლში ქართველი კაცის ცოლი და კიდევ 3 არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა. ჩხუბის შესახებ შეტყობინების შემდეგ ადგილზე მისულმა პოლიციამ კაცი დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა

პოლონური მედია წერს, რომ ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს 39 წლის მოქალაქის წინააღმდეგ არაერთი ღონისძიება განხორციელდა. პოლიციის ზედამხედველობისა და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის გარდა, კაცს დაევალა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საერთო ბინა, არ მიახლოებოდა ან არ დაკავშირდებოდა მსხვერპლს და აეკრძალა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესვლა, სადაც მისი შვილები სწავლობენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი