პრემიერმა “ქართული ოცნების” ხობის მაჟორიტარობის ახალი კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სამეგრელოს ეწვია. პრემიერმა ხობში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი-დეპუტატობის ახალი კანდიდატი ირაკლი ბერაია ოფიციალურად წარადგინა.

“ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით  და გარკვეული ცვლილებების შედეგად, წარმოგიდგენთ  ხობში მაჟორიტარობის  ახალ კანდიდატს პროფესიით ეკონომისტს და თავისი საქმის პროფესიონალს, სუფთა პოლიტიკური წარსულით – ირაკლი ბერაიას კანდიდატურას. რაც შეეხება  გოდერძი ბუკიას, ის რჩება ჩვენი გუნდის მეგობრად, ის ძალიან დიდ საქმეებს აკეთებს  თავის სფეროში და  რა თქმა უნდა, გაგარძელებს ღირესულ მოღაწეობას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ირაკლი ბერაიამ ბიზნესმენი გოდერძი ბუკია ჩაანაცვლა, რომელმაც კანდიდატურა საკუთრი სურვილით  ცოტა ხნის წინ მოიხსნა, რის მიზეზადაც ბიზნესსაქმინობა დაასახელა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი