ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩასა და განმუხურში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

ქეთევან ციხელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან და ზუგდიდის გამგებლის მოადგილესთან ერთად განმუხურსა და ხურცაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და უშუალოდ მათგან მოისმინა საჭიროებებზე ინფორმაცია.

ადგილობრივებმა მინისტრს ძირითად პრობლემად ამბულატორიის არ არსებობა დაუსახელეს, ხურჩელები ხელისუფლებისგან ასევე დაწყებითი სკოლის გახსნას ითხოვენ. ქეთევან ციხელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლება ხურჩელებს პრობლემის მოგვარებას და მის განხილვას “გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებების სპეციალურ კომისიაზე” დაჰპირდა.

ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ კი შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხურცაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუსაოები განხორცელდა. კერძოდ დაიგო ახალი გზა, სოფელი გაზფიცირდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღს და მოხდა ელექრეოსისტემის სრული განახლება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი