საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 23-25 მაისს მოსალოდნელია ნალექი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

„23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,  ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი