საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.
შსს-ს მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.
„გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

