ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში თემურ უგულავა მძიმე სენს ებრძოდა.
თემურ უგულავას დაფუძნებულია „აჭარა ჯგუფი“, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმროთა ქსელს აერთიანებს, ჯგუფის მიერ შექმნილია ქართული ბრენდები „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“. ჯგუფი ასევე მართავს თბილისის „ჰოლიდეი ინს“.

