ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში თემურ უგულავა მძიმე სენს ებრძოდა.

თემურ უგულავას დაფუძნებულია „აჭარა ჯგუფი“, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმროთა ქსელს აერთიანებს, ჯგუფის მიერ შექმნილია ქართული ბრენდები „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“. ჯგუფი ასევე მართავს თბილისის „ჰოლიდეი ინს“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი