შს მინისტრი: “მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ პოლიტიკურ ბატალიებში პოლიციელების ჩარევას”

შინაგან საქმეთა მინისტრი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეეცდებიან პოლიტიკურ ბატალიებში პოლიციელების ჩარევას.

ეს განცხადება გიორგი მღებრიშვილმა კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც წინასაარჩევნო პროცესებზეც ისაუბრა.

“ჩვენს წინ ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა: ჩვენ უნდა შევძლოთ მოახლოებული არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური ვნებათაღელვები პიკს აღწევს. მაგრამ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი ქვეყნის პოლიციელების ჩარევას – ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას! პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება. ჩვენ ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელები. მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხოება ამ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას. ამდენად, ხაზგასმით ვაცხადებ, პირადად მე და შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ ნებისმიერი სახის დესტაბილიზაციის მცდელობას, ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის!”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი