18, 19 და 20 ივლისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:

წალენჯიხა. 18 , 19 და 20 ივლისს 09:00დან 09:10საათამდე და 19:00დან 19:10საათამდე – აბონენტებს სოფლებს ჯვარი, ჯვარზენის დასახლებას, საჩინოს, ჩქვალერს, მედანი, ლია. 20 ივლისს 10:00დან 19:30საათამდე -აბონენტებს სოფლებში ობუჯი, ზღვია, ნაკიფუ, ნაცატუმიქვა, წალენჯიხაში ლევან II დადიანის, და მიმდებარე ქუჩებს.

ზუგდიდი. 20 ივლისს 09:00დან 18:30საათამდე – აბონენტებს სოფლებში ახ.აბასთუმანი, ახალსოფელი, რიყე, რუხი, ჩხორია.,ანაკლია, განმუხური და მიმდებარე სოფლებს,, ზუგდიდში ქობულეთის, ვაჩნაძის, ჯიქიას, ჯანაშიას, მექარალდის, წაღვერისა და მიმდებარე ქუჩებს. 11:00დან 18:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ცაიში, ცაცხვი, ხამისკური, ურთა და მიმდებარე სოფლებს. 12:00დან 14:00საათამდე – აბონენტებს ზუგდიდში ბენდელიანის, აღმაშენებლის, გამსახურდიას, ლაზის, ბერიას, სამეგრელოს, ფალიაშვილის, ღურწკაიას და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ოდიშს. 10:00დან 19:30საათამდე -აბონენტებს სოფლებში ნაცატუ, კორცხელი.

სენაკი. 20 ივლისს 11:00დან 19:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ნოქალაქევი, ძველი სენაკი, კოტიანეთი, ნოსირი, ეკი, ხორში, ზანა, მენჯი, ბათარია, სენაკში ჯიხას, ნუცუბიძის, ღვინჯილიას, რუსთაველის ქუჩებს.

ჩხოროწყუ. 20 ივლისს 10:00დან 19:00საათამდე – აბონენტებს ჩხოროწყუში გამსახურდიას, არახამისა, წურწუმიას, ლ.გახარიას და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ხაბუმეს.

აბაშა. 20 ივლისს 11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში მაიდანი, სეფიეთი, გეზათი, პირველი მაისი და მიმდებარე სოფლებს, აბაშაში აკაკის ქუჩის IV შესახვევს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი