გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ქსელში.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:
სენაკი. 11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფელ ლეძაძამეში, სენაკში ცერცვაძის და არსენას ქუჩებს, სამხედრო დასახლებას.
ფოთი. 06:30დან 17:00საათამდე -აბონენტებს გორგასლის, ილიას, მიქაბერიძის, თამარ მეფის, ბერდიანსკის, პეტრე იბერის და მიმდებარე ქუჩებს.
ჩხოროწყუ. 13:00დან 19:00საათამდე აბონენტებს – სოფლებში ქვედა ჩხოროწყუ, ლეწურწუმე, კირცხი, სარაქონი და მიმდებარე სოფლებს, ჩხოროწყუში მშვიდობის, ზუგდიდის და მიმდებარე ქუჩებს.
მარტვილი. 11:00დან 18:30საათამდე – აბონენტებს სოფლებში სალხინო, დიდიჭყონი. 11:10დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ხუნწი, ნაგვაზაო, ნახარებაო, ლეხაინდრაო და მიმდებარე სოფლებს, მარტვილში მშვიდობის, ჭყონდიდელის, ბაძაღუას და მიმდებარე ქუჩებს.
მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

