ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე 2 ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვეის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა.

დაღუპულია 45 წლამდე მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ასევე, ვერ მოხერხდა ავტომობილში მყოფი 22 წლის გოგოს გადარჩენაც.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და პირველადი დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი