9 სექტემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, 9 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 08:30-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: რუხს, ანაკლიას, დავითიანს, განმუხურსადა მიმდებარე სოფლებს. ასევე ქუჩებს: ჭავჭავაძის, ჩიქოვანის, სოხუმის, დარასელისა და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკში – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხორშს, თეკლათს, ნოსირს, მენჯსა და მიმდებარე სოფლებს.

ფოთში – 10:30-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: კოსტავას, რუსთაველის, 8 მარტის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

აბაშაში – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მარანსა და ტყვირს.

მარტვილში – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: აბედათს, სალხინოს, სერგიეთს, თამაკონსა და მიმდებარე სოფლებს.

ხობში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხამისქურს, ხეთასა და თორსას.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი