მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, ჩუმად მინდა ვუთხრა, ტუჩები წაიკითხონ – დედას გიტირებთ, დამთავრებულები ხართ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს გარდაუვალი ფაქტია.
„მე არავის არ მოვუწოდებ ხელისუფლების დამხობისკენ, უამრავი ადამიანი ჰყავთ ამ მოწოდებით დაპატიმრებული. უბრალოდ გეუბნებით მამაშვილურად, რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს არ შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს. ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

