30 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, 30 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ოდიშს, ყულიშკარს, კახათს, თარგამულს, ცაცხვსა და მიმდებარე სოფლებს.

ფოთში – 12:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: აღმაშენებლის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩებს. ასევე 9 აპრილის ხეივანს.

მარტვილში – 12:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: სახლინოს, დიდიჭყონს, ნაგვაზაოს, ნახარებაოსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ქუჩებს: მშვიდობის, თავისუფლების, ბაძაღუასა და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხაში – 11:30-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობითქუჩებს: კვარაცხელიას,ფიფიას, ზუგდიდის, ვეკუასა და მიმდებარე ქუჩებს.

მესტიაში – 09:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ბარჯაშს, ხაიშს, ლახამს, ტობარსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ქუჩებს: თამარ მეფის, აღმაშენებლის, ჯაფარიძის, გელოვანისა და მიმდებარე ქუჩებს.

აბონენტთა ენერგომომარაგებააღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი