გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო–პროჯორჯიას“ ქსელში.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:
ფოთი. 09:40დან 18:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს გურიის, გამსახურდიას, ჭანტურიას, ლოლუას, კოსტავას, 26 მაისის და მიმდებარე ქუჩებს, მალთაყვის დასახლებას, კოლუმბარსა და მიმდებარე ქუჩებს.
ზუგდიდი. 10:00დან 19:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჭაქვინჯი, ნარაზენი, ჭითაწყარი, ორულუ, ხამისკური, ცაცხვი, ჩხორია, ანაკლია და მიმდებარე სოფლებს,ზუგდიდში გამსახურდიას, თავისუფლების, პეტრე უბერის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებს.
ჩხოროწყუ. 11:00დან 19:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლობით – აბონენტებს სოფლებში ახუთი, ლეწურწუმე, ქვედა ჩხოროწყუ, კირცხი, ხაბუმე და მიმდებარე სოფლებს, ჩხოროწყუში არახამიას, გობეჩიას, ჭავჭავაძის, ქებურიას და მიმდებარე ქუჩებს.
წალენჯიხა. 11:00დან 11:05საათამდე და 18:00დან 18:05საათამდე – აბონენტებს სოფლებში ლია, ფახულანი, ზღვაია, ეწერი, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებს.
მარტვილი. 11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ონოღია, ნაგებერაო, ბანძა, ნაჯახაო, ვედიდკარი.
ხობი. 10:00დან 19:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ხამისქური, ხეთა, ოქროს საწმისი, პირველი მაისი და მიმდებარე სოფლებს.
მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

