საქართველოს 29 წლის მოქალაქე არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით თვითმფრინავში დააკავეს

პოლონური მედიის ცნობით, ბარსელონიდან მოდლინის მიმართულებით მიმავალ ავიარეისზე პოლიციამ საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავა, რომელსაც არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად.

მედიის ინფორმაციით, სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ინციდენტი 30 ოქტომბერს, ბარსელონიდან ვარშავა-მოდლინის აეროპორტის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებმა პოლიციას აცნობეს, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მჯდომ პირთან მიმართებაში სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა. როგორც კი თვითმფრინავი მოდლინში დაეშვა, ბორტზე მესაზღვრეები და პოლიციელები ავიდნენ და აგრესორი გაიყვანეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაზარალებული პოლონეთის არასრულწლოვანი, 16 წლის მოქალაქეა, რომელიც ოჯახთან ერთად მგზავრობდა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი