შამგონაში კაცი ავტომობილში დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით,მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი