საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ ლებარდეს განვითარება მოხდება. ამის შესახებ პრემიერმა, დღეს ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები სხვა მიმართულებებითაც – ეს არის სამეგრელოში ძალიან საინტერესო კურორტები, მაგალითად ულამაზესი ლებარდე და სამხრეთ საქართველოში, ქუთაისი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შემდეგ, მთელი სამხრეთ საქართველოს ტურისტული კომპლექსი გახდება ადვილად ხელმისაწვდომი, მიმზიდველი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამართული, რაც თვისობრივად შეცვლის საქართველოს და ძალიან დიდ მოთხოვნას გააჩენს კერძო ივნესტიციებზე“ განაცხადა შეხვედრაზე პრემიერმა, რომელიც თბილისში სასტუმრო რუმსში” გაიმართა.