პროკურატურამ ოლგა ჩურკანოვას ბრალი წაუყენა

პროკურტურამ “ნაციონალური მოძრაობის” მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაალ გოროზიას მეუღლეს ბრალი წაუყენა.

“Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, ჩურკანოვას წინააღმდეგ საქმე აღძრული სსკ-ის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. ინფორმაციის დასაზუსტებლად პროკურატურის პრესსამსახურის უფროს ნათია სუხიაშვილს დავუკავშირდით, რომელიც გადამოწმებას დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

საქმე ეხება რამდენიმე კვირის წინ მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის მუდმივმოქმედი წევრი იყო ჩურკანოვა. კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, ჩურკანოვა სხდომაზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე კომისიის დროებითი წევრი “ქართული ოცნებიდან” ელგა ცანავა და კომისიის მდივანი ნინო დანელია ცემა.

თავად ჩურკანოვა მიზანმიმართულ პოლიტიკურ პროვოკაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პროვოკაცია მისი საარჩევნო პროცესებიდან ჩამოშორების მიზნით  მოხდა.

“მე ვარ ზაალ გოროზიას მეუღლე და სწორედ ამიტომ დაიგეგმა ეს ყველაფერი. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია”, – აღნიშნავს ჩურკანოვა.

მისი ადვოკატის განცხადებით კი ჩრკანოვა უდანაშაულოა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სხეულზე დაზიანებები არა ნინო დანელიას, არამედ თავად ჩურკანოვას აღენიშნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი