ბრალდებულ ოლგა ჩურკანოვას მარტვილის საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

N65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრ ოლგა ჩურკანოვას მუდმივმოქმედი წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

ამის შესახებ “Newsportal.ge”-ს კომისიი თავმჯდომარე გრიგოლ ბართაიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, 9 სექტემბერს გაიმართა კომისიის სხდომა და ჩურკანოვასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა სწორედ ამ სხდომაზე მოხდა, მიზეზი კი რამდენიმე კვირის წინ მომხდარი დაპირისპირება გახდა, რა დროსაც ჩურკანოვამ კომისიის დროებით წევრს “ქართული ოცნებიდან” ელგა ცანავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩურკანოვას წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 125-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცემას გულისხმობს და ჯარიმას, ან საზგოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი