ედიშერ თოლორაია: “ვინც გპირდებათ, გატყუებთ – მე მხოლოდ შეკვეთებს მივიღებ თქვენგან”

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატთან ერთად იმყოფებოდნენ ვიცე–სპიკერი ზვიად ძიძიგური და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია, რომელთაც ადგილობრივებს მმართველი გუნდის წინასაარჩევნო პროგრამა გააცვნეს.

მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, დაპირებების ნაცვლად მოსახლეობისთვის პრობლემატურ საკითხებზე მუშაობას გეგმავს.

„თავს არ შეგაწყენთ იმაზე საუბრით, თუ რა გავაკეთეთ აქამდე. არც ზედმეტი დაპირებების გაცემას ვიკადრებ. ვინც გპირდებათ, გატყუებთ. მე მხოლოდ შეკვეთას მივიღებ თქვენგან. მე ვიქნები თითოეული თქვენი ოჯახის წევრი”, – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ .

მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით კი, “აბსოლუტურად დარწმუნებულია მოგებაში”.

“არანაირი მეორე ტური ზუგდიდში არ იქნება. სამეგრელოს არცერთ რაიონში მეორე ტურის მოლოდინი არა გვაქვს. ამაზე ის ხალხმრავლობაც მეტყველებს, რაც დღეს ჯიხაშკარშია”, –განაცხადა სუბარმა .

კომენტარები

დატოვე კომენტარი