ენმ: “ზუგდიდის მერია შეხვედრების ჩატარებაში მიზნმიმართულად გვიშლის ხელს”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მერიას წინასაარჩევნო შეხვედრების ჩატარებაში ხელისშეშლაში ადანაშაულებს.

როგორც პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა დამენია აცხადებს, მერიიდან მიღებული წერილის თანახმად, მათ არ ეძლევათ უფლება ამომრჩევლებთნ შეხვედრა ჩაატარონ მეორე საჯარო სკოლის წინ.

“მერია სასწავლო პროცესის ხელისშეშლის თავიდან აცილების მიზნით ალტერნატიულ ფართს სკეიტ-პარკში გვთავაზობს. ეს არის მიზეზი, რეალურად კი სასწავლო პროცესს ამით ხელი არ შეეშლება. ამასთან, პატრულმა 50 ლარით დააჯარიმა სატვირთო ავტომობილი, რომელმაც ტერიტორიაზე სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქციები მიიტანა. აკრძალულიაო ამ ტერიტორიაზე მანქანის შემოყვანა, მაშინ მაჩვენონ “ზუგდიდობის” დღესასწაულზე რის საფუძველზე დართეს ნება აქ მანქანების გადაადგილებას. “ზუგდიდობის” დღესასწაულზეც იყო აქ სცენა მოწყობილი“, – აცხადებს დამენია.

მიუხედავად მერიიდან მიღებული სარეკომენდაციო წერილისა, “ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრისთვის სამზადისი მეორე საჯარო სკოლის წინ მაინც მიმდინარეობს. ამომრჩეველტან შეხვედრა 14:00 საათზეა დაანონსებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი