ივანიშვილი – “განმუხურში უნიკალური სასტუმროს მშენებლობა დღეს იწყება”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი რეგიონალურ მედიასთან  შეხვედრებს განაგრძობს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ქვემო ქართლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, განმუხურში უნიკალური სასტუმროს მშენებლობა დღეს დაიწყება.

სასტუმროს მშენებლობას, რომელიც გამყოფ ზოლთან იქნება, თანაინვესტირების ფონდი დააფინანსებს. სასტუმროს უკან კი ფონდი “ქართუს” დაფინანსებით  ბოტანიკური ბაღი გაშენდება.

“აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი “ქართუ” დააფინანსებს. ბოტანიკური ბაღის იდეა იყო ჩემი. უკანა ზოლი არ არის გამწვანებული. გამიჩნდა იდეა, იქ ბოტანიკური ბაღი ამეშენებინა, რეკრეაციული ზონაა და კოლხური ჯიშის ბევრ მცენარეს გადავარჩენთ, რაც გადაშენების პირასაა. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვიტანთ უნიკალურ მცენარეებსაც და კარგი ბოტანიკური ბაღი აშენდება“,- განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი