„ნაციონალური მოძრაობის“ სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნაყოფია ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის ზეწოლაზე საუბრობს.
როგორც კანდიდატმა “Newsportal.ge”-ს განუცხადა, სოფელ უშაფათში დღეს დაგეგმილი წინასაარჩევნო შეხვედრა სოფლის რწმუნებულის მიერ ადგილობრივების დაშინების გამო ჩაიშალა.
“რწმუნებულმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ ჩემთან შეხვედრაზე მივიდოდნენ, სოციალურ დახმარებებს მოუხსნიდა. როგორ შეიძლება, 21-ე საუკუნეა, ასეთი რამ დაუშვებელია”, – განაცხადა ნაყოფიამ.
სენაკის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ უშაფათში გოჩა სიორდია კი ბრალდებებს უარყოფს.
“ეს არის სრული აბსურდი. ნაყოფიას შეუძლია, მიჩივლოს. ჯერ ერთი ჩემი კომპეტენცია არაა სოციალური დახმარების მოხსნა-დანიშნვა და მეორეც, მე მოწოდებული ვარ, რაც შეიძლება მეტი კარგი გაკეთდეს ჩემი სოფლის მცხოვრებლებისთვის. ნაყოფიამ ალბათ, ვერ მოაგროვა ხალხი და მსგავს პროვოკაციებზე ამიტომ მოდის”, – აღნიშნა სიორდიამ “Newsportal.ge”-სთან საუბარში.