სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-ში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.

კერძოდ, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა 2009-2011 წლების განმავლობაში განხორციელდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი