ზუგდიდში სოციალურად დაუცველ 4 ოჯახს ახლად აშენებული სახლები გადასცეს

ზუგდიდში, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოთხ ოჯახს ახალი სახლები გადაეცათ. ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან. სოფელ კოკში, ნარაზენსა და ჯუმში სოციალურად დაუცველ ოჯახებს  სახლები ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა წოწერიამ გადასცა. მამუკა წოწერიას განცხადებით,  წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი სახლი 25 ოჯახს გადაეცემა. მშენებარე სახლებში მცხოვრებთა რაოდენობა 104 ადამიანია, მათგან 39 ბავშვია.

პროექტის ჯამური ღირებულება 600 000  ლარია. გასულ წელს კი ასეთი სახლები 16  ოჯახს გადაეცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ  2015 წელს, ამ პროექტის განხორციელებისთვის სპეციალური ჯილდო „წლის საუკეთესო პროექტი“   მიიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი