ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში თაზო ფაცაციამ გაიმარჯვა

ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა თაზო ფაცაციამ გაიმარჯვა. ფაცაცია კენჭს ე.წ. პრეოვკა-მახარაძის უბანში იყრიდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ფაცაციამ ხმების 48,84% მიიღო, მისმა კონკურეტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვლადიმერ ქანთარიამ კი 29,3%. მესამე ადგილზე დავით ვერავა 11.11%-ით გავიდა. პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის კანდიდატმა კი ხმების 6,6 % აიღო, შემდეგ კი 5,31 პროცენტით რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დავით ცაავა მოდის, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატ ნინო კვარაცხელიას კი ამომრცევლის 3,83-მა პროცენტმა მისცა ხმა.

პრეოვკა-მახარაძის უბანზე შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ამ უბნის მაჟორიტარმა დეპუტატი და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია მმართველმა პარტიამ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.

თაზო ფაცაცია არჩევნებში მონაწილეობამდე  ზუგდიდის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი