წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მესტიაში

ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, მესტიაში წყალგამწმენდი ნაგებობა–რეზერვუარების და მაგისტრალური მილსადენის მშენებლობას ახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, წყალგამწმენდი ნაგებობა–რეზერვუარების და მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის ძირითად სამუშაოები მოიცავს:  1000 მ3 მოცულობის რკინაბეტონის რეზერვუარის მშენებლობას ლანჩვალის მიმდებარე ტერიტორიაზე,  1000 მ3 მოცულობის რკინაბეტონის რეზერვუარის მშენებლობას შგედის ტერიტორიაზე, წყლის გამწმენდი და საოპერატორო ნაგებობების კომპლექსის მშენებლობა ზაარგაშის ტერიტორიაზე, 250 მმ დიამეტრის წყლის მაგისტრალური მილსადენის გაყვანას, რომელიც წინა პროექტის დროს აშენებულ ზაარგაშის 2000 მ3 მოცულობის რეზერვუარს დააკავშირებს ლანჩვალისა და შგედის რეზერვუარებთან.

მათივე ცნობით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაწყებულია ციკლონის მშენებლობა წრნიაშის მთაზე, რომელიც წარმოადგენს ნაგებობას, სადაც ხდება წყლის გაწმენდა ქვიშისა და სხვა მინარევებისაგან. პროექტის ფარგლებში ასევე კეთდება ლითონის ხიდი, მდინარე ჭალაადზე, რომელიც უზრუნველყოფს მილსადენის გატარებას, და ასევე ექნება საფეხმავლო და სამანქანო დანიშნულება.

მშენებლობა  2016 წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი