პარტია “თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ჩიქოვანმაც დატოვა. პარტიიდან წასვლის თაობაზე ჩიქოვანი სააგენტო “interpressnews.ge”-ს ესაუბრა, და წასვლის გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
“პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მხარი დაგვიჭირა. მინდა მადლობა ვუთხრა ზუგდიდელებს, თუმცა არჩევნებმა ცხადყო, რომ დასაწყებია ახალი ეტაპი, როგორც “თავისუფალ დემოკრატებში“, ასევე ჩემთვისაც. ამიტომ ვტოვებ “თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს და ვაჩერებ პარტიულ მოღვაწეობას. რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, მოვემსახურები ჩემს სახელმწიფოს“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ჩოქოვანმა.
ჩიქოვანის გარდა პარტია: ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, გია ცაგარეიშვილმა და დავით ონოფრიშვილმა დატოვეს. მათ წავსლის თაობაზე, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ამასთან, როგორც ცნობილია, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ორი დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. პარტია დატოვა ასევე ალექსი პეტრიაშვილმა.