ტიბუას ადვოკატი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბნის დარბევაში მონაწილეობისთვის დაკავებული კაკო ტიბუას ადვოკატი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

როლანდ შონიამ შესაბამისი განცხადებით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას მიმართა.

„ორი დღეა უშედეგოდ ვითხოვ, მაგრამ საქმის მასალები ჯერ კიდევ არ ჩამბარებია. ეს კანონდარღვევაა და კანონის მიხედვით, ყველა მტკიცებულება დაუშებლად უნდა იქნას ცნობილი, დაკავებული კაკო ტიბუა კი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. “, – აცხადებს ადვოკატი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი