პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები განსაზღვრა.
ცესკოს ინფორმაციით, განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება.
ცესკოს ცნობით, №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) – როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.
ცესკო სამართლებრივ აქტებს შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გამოსცემს.