განმეორებით კენჭისყრაში ჯიხაშკარსა და განმუხურში მმართველი გუნდის კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარსა და განმუხურში ჩატარებულ გამეორებით კენჭისყრაში, საარჩევნო უბნების კომისიების ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის და გამგებლობის კანდიდატებმა ედიშერ თოლორაიამ და ლაშა გოგიამ გაიმარჯვეს.

განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ 285, ხოლოს მისმა კონკურენტმა “ნაციონალური მოძრაობიდან” სანდრა რულპვსმა 156 ხმა მიიღო, მმართველი გუნდის გამგებლობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ 283, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ბესკის გაბუნიამ 159 ხმა.

ჯიხაშკარის 79-ე უბანზე ედიშერ თოლორაიამ 387, სანდრა რულოვსმა კი 165 ხმა მიიღო, ლაშა გოგიამ 78, ბესიკ გაბუნიამ კი 65 ხმა.

ამავე სოფელშ, 108-ე უბანზე ედიშერ თოლორაიას 309 ამომრჩეველმა მისცა ხმა, სანდრა რულოვსს კი 117-მა, ლაშა გოგიას 293-მა, ბესის გაბუნიას კი 115-მა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონსა და ქალაქ ზუგდიდში მეორე ტური 30 ნოემბერს გიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი