ჯიხაშკარსა და განმუხურში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში დაიწყო

ჯიხაშკარსა და განმუხურში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში დაიწყო. როგორც ჯიხაშკარის #79 და #108, ასევე განმუხურის #38 საარჩევნო უბნებზე პირველმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით შუფერხებლად ისარგებლა. ამ დრომდე, რაიმე სახის დარღვევებს ადგილი არ ქონია.

შეგახსენებთ, რომ ჯიხაშკარში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება იმ გარემოებების გამო გახდა აუცილებელი, როცა რვა ოქტომბრის არჩევნებზე ორივე საარჩევნო უბანი დაარბიეს. განმუხურში კი უბნის თავმჯდომარემ ხმების დათვლის პროცესი დატოვა, მიგვიანებით დაბრუნდა და საარჩევნო პროცესი დაასრულა, თუმცა ზუგდიდის #67 საოლქო კომისიამ აღნიშნული უბნის შედეგები ბათილად ცნო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი